ევროკომისარი გაფართოების საკითხებში - მარტა კოსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს:
"დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში შექმნილ შემაშფოთბელ ვითარებაზე. ვაქებ საქართველოს ხალხის გაბედულ პრინციპულობას ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლის გაგრძელებაში. თქვენი ნება უნდა იყოს გათვალისწინებული. აღარავითარი ძველებურად გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარეს არის".
მანამდე, 1 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი კაია კალასი და ევროპული საბჭო პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.
1 დეკემბერს გავრცელდა კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია: "ევროკავშირი დგას საქართველოს ხალხსა და მის არჩევანთან - ჰქონდეს ევროპული მომავალი. ევროკავშირში შესასვლელი კარი ღია რჩება და საქართველოს ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია". ამასთან, ევროკომისრების შეფასებით, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება "აჩვენებს საქართველოს ყველა ადრინდელი მთავრობის პოლიტიკისა და საქართველოს ხალხის უდიდესი უმრავლესობის ევროპული სულისკვეთებისგან გადახვევას, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული" - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელშიც დაზუსტებულია, რომ გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა ირაკლი კობახიძის განცხადებამდე თვეებით ადრე