პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დღეს დილით პოლიციამ თბილისში დააკავა, თავისუფალია.
დაახლოებით დღის პირველი საათისთვის ჯაფარიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე თავად გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით: „გარეთ ვარ”.
მანამდე ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი მოთავსების ვერცერთ იზოლატორში ვერ მიაკვლიეს.
ჯაფარიძე კიდევ რამდენიმე დემონსტრანტთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მახლობლად დააკავეს. ამ ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 2 დეკემბერს, დილით მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებმა აქცია კიდევ ერთხელ დაარბიეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზირზეც მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრობაზე უარი აქვს ნათქვამი, უფლებამოსილება ოფიციალურად ჯერჯერობით არ შესწყვეტია. დეპუტატებს იმუნიტეტი იცავთ.
ასევე ნახეთ ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, მათ შორისაა ზურა ჯაფარიძეთბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ასევე ნახეთ კობახიძე: საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა