ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავდა არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი.
„სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაძლოა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნება“, - წერს "რუსთავი 2".
რა ვითარებაში დაშავდა ჟურნალისტი, უცნობია. რადიო თავისუფლება არკვევს დეტალებს და ინფორმაციის შესაბამისად ტექსტი განახლდება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდნენ ჟურნალისტებიც. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და მიზანმიმართულად უშლიან ხელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, 28-29 ნოემბერს სამართალდამცველები ჯამში 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.
ასევე ნახეთ პროევროპულ აქციებზე სამართალდამცველები, ჯამში, 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად - DRI