საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყებიდან ოთხ დღეში(28 ნოემბერი - 1 დეკემბერი) 200-ზე მეტი დაკავების შესახებ აცნობეს უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
რვა ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ქსელმა ინფორმაცია მიიღო ცხელი ხაზით(577 07 05 63), რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.
ასევე ნახეთ „თქვენ გინდათ რევოლუციაო?“ - რას ჰყვება რადიო თავისუფლების პროდიუსერი, რომელიც სპეცრაზმმა დააკავა და სცემამხოლოდ 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ღამის განმავლობაში დააკავეს 50-ზე მეტი პირი. 1 დეკემბრის საღამოს მდგომარეობით, ქსელის ადვოკატებმა იზოლატორებში მოინახულეს 39-ზე მეტი.
არასამთავრობო ორგანიზაციათა ინფორმაციით:
დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება.
პირადი ნივთების მიზანმიმართული ჩამორთმევა, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები.
სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას.
დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას.
საპროტესტო აქციების დაკავებულ მონაწილეებს შსს ბრალად სდებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ასევე ნახეთ აქცია სულ რაღაც 40 წუთია დაიწყო... უკვე 2 პირი დავაკავეთ - სირაძე დემონსტრანტებს აფრთხილებს ასევე ნახეთ ომბუდსმენი: დაკავებულები მიუთითებენ სპეცრაზმელების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზეთბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
საპოლიციო ძალები თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს სპეცსაშუალებების გამოყენებით შლიან. ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
შსს ირწმუნება, რომ ძალას დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად იყენებს. ამასთან, ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.
ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი