“მისი არჩევანია” - ირაკლი კობახიძე დავით ზალკალიანის გადადგომას გამოეხმაურა

დავით ზალკალიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომას და ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს მას, რადგან მასზე იყო “მძიმე ზეწოლა”:

რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძე თავად ზალკალიანის გადადგომის ფაქტს სამწუხაროს უწოდენს და შენიშნავს, რომ მას ესაუბრა კიდეც, თუმცა “ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს“:

„ამ შემთხვევაშიც, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო. სამწუხაროა, რომ დატოვა თანამდებობა, მისი არჩევანი იყო, პატივს ვცემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს რადიო თავისუფლებამ ასევე სთხოვა გუშინ გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტებაც, ნამდვილად გადადგა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რაზეც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მაკა ბოჭორიშვილის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილება:

„ცვლილება ისედაც იგეგმებოდა. ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა, მას ასევე შესთავაზეს სისტემაში დარჩენა, თუმცა როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, ეს არ ვიცი“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ რადიო თავისუფლების შეკითხვას.

ასევე ნახეთ რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს დავით ზალკალიანის გადადგომა

ზალკალიანის გადადგომის ფონია ქართველი დიპლომატების ნაწილის მხრიდან თანამდებობის დატოვებები და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებული განცხადება, რომლითაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას 2028 წლამდე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობები დატოვეს: