ხერსონში მსხვერპლი მოჰყვა დრონებით შეტევას

საილუსტრაციო ფოტო. დრონით განადგურებული სასრწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ხერსონის ოლქში

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხერსონში.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს, 1 დეკემბერს დილით რუსმა სამხედროებმა დრონით დაარტყეს სამგზავრო მიკროავტობუსს. დაჭრილია რვა ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ უკრაინის და რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევები იყო

დღეს დილით, რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორნა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, რომ უკრიანული დრონებით შეტევის შედეგად სტაროდუბსკის რაიონში ბავშვი დაიღუპა და დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.

ასევე ნახეთ ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელები კიევში ჩავიდნენ