რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, გულთბილად შეხვდნენ ყაზახეთში, სადაც მან და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა იმსჯელეს ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
პუტინი ასტანაში 27 ნოემბერს ჩავიდა სახელმწიფო ვიზიტით. სოციალური მედიით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ტოყაევი პუტინს ხელის ჩამორთმევით ესალმება.
ტოყაევის თქმით, სახელმწიფო გამოცემა Kazakhstanskaya Pravda-ში "ყურადღებით წაიკითხა" პუტინის წერილი, რომელიც ყაზახეთში მის ვიზიტამდე გამოქვეყნდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მოსკოვსა და ასტანას შორის კავშირების მდგომარეობის შესახებ თავადაც გამოაქვეყნა საპასუხო კომენტარი რუსეთის მედიით.
"ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დეტალურად, თითქოს ერთხმად გამოვკვეთეთ ჩვენი მიდგომები თანამშრომლობის სამომავლო განვითარებაზე", - თქვა ტოყაევმა. მისი პრესსამსახურის თანახმად, სტატიაში ტოყაევი წერს, რომ ყაზახეთი "რჩება რუსეთის სანდო სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ ამ ძალიან რთულ დროში".
ასევე ნახეთ აზერბაიჯანი დათანხმდა ყაზახეთის წინადადებას ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ასტანაში გამართვაზე