პუტინი აცხადებს, რომ არ ერევა საქართველოს საქმეებში. "არ ვეხებით"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა თავისი პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდაპოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

"ოფიციალურ დონეზე, ჩვენ არ ვერევით შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ საერთოდ არ ვეჩხირებით, უბრალოდ არ ვეხებით მას. რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას, იმავეს ვერ ვიტყვი ჩვენს დასავლელ "კოლეგებზე", - განაცხადა პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იქვე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ გაკვირვებულია იმ "სიმამაცით", რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი პოზიცია "ახლახან მიღებულ კანონმდებლობასთან" დაკავშირებით.

"როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, გულახდილად გითხრათ, მე გაოცებით ვუყურებდი და ვადევნებდი თვალს ამ ყველაფერს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს, არავითარი. მაგრამ მე უბრალოდ გამაკვირვა მათმა სიმამაცემ და ხასიათმა, რომელიც მათ გამოავლინეს იმისთვის, რათა დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი. ახლა მე არც კი მიცემ შეფასებას ამ თვალსაზრისს", - დასძინა პუტინმა.

მანამდე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეაქეს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა "აგენტების კანონისა" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი ცვლილებების მიღებისთვის.

ასევე ნახეთ

"რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტი ხდება" - რუსული პროპაგანდა„მეტი სიხისტეა საჭირო“ - კრემლის პროპაგანდისტები “ოცნებას” აგულიანებენ„მინდა, რომ ნატოზეც თქვან უარი“ - კრემლი და მისი პროპაგანდისტები საქართველოს მომავალს გეგმავენივანიშვილის მობოდიშების მზაობას მოსკოვი აქებს„მივულოცოთ საქართველოს“ - Z-პროპაგანდისტები ამერიკული 95 მილიონი დოლარის შეჩერებაზე ქილიკობენ“კარგი კონტრშეტევა კავკასიის ფრონტზე” - რუსეთში “ქართული ოცნების” მიზნებს აფასებენ „შეუპოვრობას ამჟღავნებენ“ - რუსული პროპაგანდა სანქცირებულ „ოცნებას“ ესარჩლება