უკრაინამ წარმატებას მიაღწია კუპიანსკში, რუსეთი აგრძელებს წინსვლას კურახოვკის მიმართულებით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის რეგიონში, 18 ნოემბერი, 2024.

უკრაინულ პროექტ DeepState-ის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგე უკუაქციეს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკიდან, რომელშიც რუსი სამხედროები წინა კვირას შეიჭრნენ.

კუპიანსკიდან რუსი სამხედროების გასვლის შესახებ ასევე იუწყებიან რუსი სამხედრო ბლოგერებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ გასულ კვირაში რუსული ქვედანაყოფები შევიდნენ ქალაქის რიგ რაიონებში, ისარგებლეს უკრაინული ძალების როტაციით, მაგრამ ვერ შეძლეს ფეხის მოკიდება.

ასევე ნახეთ Le Monde: ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას განიხილავს

ამ ფონზე როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროები აღიარებენ რუსეთის ჯარების წინსვლას კურახოვკის მიმართულებით და თავად ქალაქში, სადაც ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე ბოლო დღეებში რუსულმა ჯარებმა მოახერხეს აღმოსავლეთიდან ველიკაია-ნოვოსელკამდე მისვლა და ამ დასახლების გარეუბანში ბრძოლის დაწყება. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ რუსები ცდილობენ ალყაში მოაქციონ ველიკაია-ნოვოსელკა.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, კურახოვკისა და ველიკაია-ნოვოსელკის დაპატრონებით რუსეთის ჯარები მჭიდროდ მიუახლოვდებიან დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს - კურახოვკისა და ველიკაია-ნოვოსელკის გარდა, ფრონტის ამ ხაზზე მსხვილი დასახლებული პუნქტები აღარ არის.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?

.