დღეს დილით აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე, სადაც დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დაჭრილია, სულ მცირე, 15 ადამიანი, რომელთაგან 9 ჰოსპიტალიზებულია.
რა ტიპის იარაღით განხორციელდა შეტევა, ჯერჯერობით გაურკვეველია.
ასევე ნახეთ უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის ქალაქ კალუგაში დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ქარხანასხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია თითქმის ყოველდღე უტევს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.