ვილნიუსის აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

გერმანული ლოგისტიკური კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი ვილნიუსის აეროპორტში დაშვებისას, 25 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოვარდა.

25 ნოემბერს, გამთენიისას, ვილნიუსის აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა გერმანული ლოგისტიკური კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავმა, Boeing-მა.

სააგენტო Delfi-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი ორსართულიან სახლს დაეცა.

ბორტზე ორი პილოტი და კომპანიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდნენ. სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით დადასტურებულია ერთი მფრინავის სიკვდილი.

DHL-ის თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტი სააგენტო Reuters-ს დაუდასტურეს ვილნიუსის აეროპორტის და ლიეტუვის პოლიციის წარმომადგენლებმა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თვითმფრინავი ლაიფციგი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა.

ასევე ნახეთ WSJ: რუსეთი ეჭვმიტანილია თვითმფრინავებში ხანძრების გაჩენის მცდელობაში