მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მისასვლელად. პოლიციამ მოედანზე შეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც და უთხრა, რომ შეეძლოთ ამ დგილიდან ფეხით გაეგრძელებინათ გზა. პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოყვა.
შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ - ისინი საქართველოს პარლამენტთან აპირებენ ღამის გათევას. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები.
საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი. პოლიციამ 24 ნოემბრის დღის პირველ ნახევარში გაავრცელა განცხადება, რომლითაც დემონსტრანტები გააფრთხილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც დადგება იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელი შეეშლება.
ასევე ნახეთ "ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო..." - პრეზიდენტი შსს-ს გამაფრთხილებელ განცხადებაზემე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც. რადიო თავისუფლება ამ დღეს პარლამენტის შენობაში ვერ შევა - პარლამენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების უსაფრთხოების არგუმენტით ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებს მხოლოდ ტელემედია, არაუმეტეს ორი გადამღები ჯგუფით.
ასევე ნახეთ პარლამენტმა 25 ნოემბერის სხდომაზე მედიის დასწრება შეზღუდა - შენობაში მხოლოდ ტელევიზიები იქნებიანსაქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი უფლების, ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი დაარეგისტრირა, მაგრამ როგორ წარმართავს განხილვას, ჯერ მკაფიო არ არის.
საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.