პარლამენტმა 25 ნოემბერის სხდომაზე მედიის დასწრება შეზღუდა - შენობაში მხოლოდ ტელევიზიები იქნებიან

საქართველოს პარლამენტის ბოქლომებით დაკეტილი კარი "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებისას - 2024 წლის აპრილი

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც სავარაუდოდ მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესწრებიან, შეიზღუდა მედიის მუშაობა. პარლამენტის გადაწყვეტილებით 25 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებს მხოლოდ ტელემედია - თითოეულ მაუწყებელს უფლება აქვს ადგილზე ჰყავდეს არაუმეტეს ორი გადამღები ჯგუფისა. ონლაინ მედია და პრესა ამ სხდომას საერთოდ ვერ დასწრებიან - გადაწყვეტილებას პარლამენტი უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საჭიროებით ხსნის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი ზღუდავს მედიის მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში - "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო გამოსვლებისას 2024 წლის გაზაფხულზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქმედებდა "უსაფრთხოების ყვითელი დონე", რაც იმას ნიშნავს რომ პარლამენტში მხოლოდ ტელემედია მუშაობს.

ასევე ნახეთ ოპოზიციური პარტიები კვირას 21:00 საათზე აქციას და ღამისთევას აანონსებენ

საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესის შემოღება საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, არსებობს სამი, წითელი, ყვითელი და მწვანე დონე. მწვანე დონეზე პარლამენტში ყველა ჟურნალისტი დაიშვება, წითელზე არც ერთი.

ასევე ნახეთ როგორ იკეტებოდა პარლამენტი მედიისა და მოქალაქეებისთვის