უკრაინაზე სარაკეტო შეტევაა

საილუსტრაციო ფოტო. აფეთქებული რუსული რაკეტა კიევის ოლქში

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.

საჰაერო განგაში 21 ნოემბერს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიიდან აფრინდნენ მიგ-31კ და ტუ-95 ტიპის თვითმფრინავები.

საჰაერო ძალების ცნობითვე, პირველი რუსული რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდნენ ადგილობრივი დროით დაახლოებით 6:30 საათისთვის.

დილის 9 საათის მონაცემებით, აფეთქებები იყო პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგსა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნეპრში. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

განახლება: 09:30 საათისთვის დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ დნეპრში დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და ორ ადგილას ხანძარია.

ასევე ნახეთ უკრაინამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული Storm Shadow რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის
ასევე ნახეთ რუსეთმა პირველად იგრძნო ATACMS-ის ძალა. კრემლი პასუხს ამზადებს?