სატვირთოები საპროტესტო აქციის გამო განათავსეს ე.წ. სამთავრობო კომპლექსის გალავნის გასწვრივ. თუმცა სწორედ ერთ-ერთი მათგანი დახმარებით გაარღვიეს აქციის მონაწილეებმა ღობეები.
როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან მიქაამ განუცხადა, მათ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს განუცხადეს, რომ ტექნიკა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და იქ იდგეს, სადაც მისი ადგილია.
„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სამომავლოდ არ დავუშვებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ეს აღჭურვილობა შიდა საქმეებისთვის ვიღაცის ან რაღაცის დასაცავად გამოიყენოს“.
ასევე ნახეთ რუსეთთან ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოხუმში15 ნოემბერს, სოხუმში ათასობით მომიტინგემ, რომლებიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის „საინვესტიციო შეთანხმების“ გაფორმებას აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობების ჯებირები მოარღვიეს და პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. მილიციამ პროტესტის მონაწილეებს სუსტი წინააღმდეგობა გაუწია, მათ აქციის მონაწილეებმა კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
15 ნოემბერს, გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ბჟანიას გადადგომის გეგმებს ათანხმებდნენ. თუმცა ამის შემდეგ, ბჟანიამ გააკეთა განცხადება, რომ არ გადადგებოდა.
16 ნოემბერს, ბჟანიამ განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს პოსტიდან, თუკი მომიტინგეები დატოვებენ „სამთავრობო შენობების კომპლექსს“. ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები აქციის მონაწილეებმა 15 ნოემბერს დაიკავეს.
უკვე მესამე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში ე.წ. „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.
ასევე ნახეთ რა მოხდა სოხუმში? ასევე ნახეთ „რად გვინდა ასეთი ინვესტორი?“ - რას გულისხმობს საინვესტიციო ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის ასევე ნახეთ მოსკოვი დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციას დაძაბულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს