გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, 15 ნოემბერს, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წყარომ განაცხადა. სააგენტო "როიტერის" თანახმად, შოლცმა პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოსთხოვა და ხაზი გაუსვა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობას.
გერმანიის მთავრობის ცნობის თანახმად, შოლცმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას დაეხმარება იმდენი ხანი, რამდენიც კიევს დასჭირდება. გარდა ამისა, შოლცი მალე მოლაპარაკებას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ასევე ნახეთ შოლცი არ იზიარებს ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს - ნატოში ახლავე მიწვევას
ბერლინის თანახმად, მანამდე შოლცსა და პუტინს შორის ბოლო პირდაპირი საუბარი 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.
ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ "რუსეთი და უკრაინა უნდა გაჩერდნენ"