დაბა ჩოხატაურთან 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

საილუსტრაციო ფოტო

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, გურიაში, დაბა ჩოხატაურთან 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

მათივე ცნობით, მიწისძვრის ბიძგები 14 ნოემბერს, თბილისის დროით 00:27 საათზე დაფიქსირდა, სოფელი ხევიდან 3 კილომეტრში და დაბა ჩოხატაურიდან 9 კილომეტრში.