მოგიწოდებთ, სრულ იზოლაციაში მოაქციოთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება - გოშევსკა ევროკომისიას

მალგოჟატა გოშევსკა, ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან, მალგოჟატა გოშევსკა ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების "სრული იზოლაციისკენ" მოუწოდებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

"2020 წლის შემდეგ, საქართველო უკან, ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს და სამწუხაროდ, ისინი, რომლებიც ქვეყნის სათავეში დგანან, სარგებელს რუსეთისგან იღებენ.

დროა, დასკვნები გამოვიტანოთ. მე მოგიწოდებთ, კომისარო, რომ სრულ იზოლაციაში მოაქციოთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ევროპული დახმარების გაყინვით, სავიზო რეჟიმის დაწესებითა და საერთაშორისო მასშტაბით რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანიტარული კორდონის შექმნით", - განაცხადა გოშევსკამ.

ასევე ნახეთ „ქართული ოცნება” იქცა „ქართულ კოშმარად” - ევროპარლამენტარი
ასევე ნახეთ ეს არჩევნები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს - ევროკომისიის წარმომადგენელი

დღეს, 13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს შესახებ დებატები იმართება.

“საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” - ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად.

იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ.

დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება, დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.

ასევე ნახეთ "ევროკავშირის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის "დებიძინიზაციის" შემდეგ" - რასა იუკნევიჩიენე
ასევე ნახეთ მარკო მიჰკელსონი: საჭიროა, გვესმოდეს - რა დევს ახლა სასწორზე საქართველოში
ასევე ნახეთ "ოცნება" ოპოზიციის აკრძალვაზე ისევ ფიქრობს - იოლია ამის გაკეთება?