კრივოი-როგსა და ნიკოლაევში გლოვის დღე გამოაცხადეს რუსეთის სისხლიანი თავდასხმების შემდეგ

საცხოვრებელი სახლი კრივოი-როგში რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 11 ნოემბერი, 2024 წელი. თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ 32 წლის ქალი და მისი სამი შვილი - 10 წლის, 2 წლის და 2 თვის ბავშვები.

უკრაინის ქალაქებში ნიკოლაევსა და კრივოი-როგში 12 და 13 ნოემბერი გლოვის დღეებია - რუსეთის არმიის დარტყმების შედეგად ბოლო დღეებში დაღუპული მშვიდობიანი ადამიანების რიცხვი, სულ მცირე, ცხრაა. მათ შორის სამი ბავშვია.

ამ ორ ქალაქზე თავდასხმები არის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოსკოვის ყოველდღიური იერიშების ნაწილი მოახლოებული ზამთრის წინ.

გლოვის დღე 13 ნოემბერს აღინიშნება კრივოი-როგში, სადაც სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპნენ 32 წლის ქალი და მისი სამი შვილი - 10 წლის, 2 წლის და 2 თვის ბავშვები, განადგურდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ოთხი მსხვერპლი მაშველებმა საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან, იტყობინება ქალაქის გუბერნატორი ოლეკსანდრ ვილკული. თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 14 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

სამხრეთის ქალაქ ნიკოლაევში, ქალაქის მერმა ოლექსანდრ სიენკევიჩმა გლოვის დღედ 12 ნოემბერი გამოაცხადა. იქ 11 ნოემბერს საცხოვრებელ შენობაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა კრივოი-როგშიც