თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ორი პირის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 12 ნოემბრის საღამოს, მოხდა. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ქალი და კაცი.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.