Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანში მიფრინავდა, უკან ბრუნდება. როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, ბორტსა და სანავიგაციო ჯგუფს შორის კომუნიკაციაში მცირედი ხარვეზია.
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კი, საწვავის დაწვის მიზნით, ათამდე წრე დაარტყა.
ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ რეისი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ შესრულდება.
განახლება: ახალი ამბის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, 13:22 საათზე, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.