ავღანეთის თალიბანი პირველად დაესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას მას შემდეგ, რაც 2021 წელს ხელში ჩაიგდო ხელისუფლება ავღანეთში, - განაცხადა 10 ნოემბერს ქვეყნის ეროვნულმა გარემოსდაცვითმა სააგენტომ.
კონფერენცია სახელწოდებით COP29, 11 ნოემბერს დაიწყება აზერბაიჯანში. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მრავალმხრივ მოლაპარაკებებს თალიბანის მონაწილეობით, რომელსაც არ აქვს ოფიციალური აღიარება, როგორც ავღანეთის კანონიერ მმართველს.
ეროვნულმა გარემოსდაცვითმა სააგენტომ X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ტექნიკური დელეგაცია ბაქოში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. სააგენტოს ხელმძღვანელმა მათიულ ჰაქ ხალისმა თქვა, რომ დელეგაცია კონფერენციას გამოიყენებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში.
COP29-ის (Conference of the Parties) 29-ე კონფერენცია 11 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე იმუშავებს.
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.
ბაქოში დაგეგმილი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
ასევე ნახეთ გრეტა თუნბერგი თბილისში აქციას აანონსებს კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის წინააღმდეგ