ტრამპმა 2017 წლის შემდეგ პირველი საუბარი გამართა პალესტინელთა ლიდერთან

დონალდ ტრამპის შეხვედრა მაჰმუდ აბასთან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2017 წლის 20 სექტემბერს

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა პალესტინელთა ავტონომიის მეთაურთან, მაჰმუდ აბასთან, იტყობინება Axios-ი.

ორ პოლიტიკოსს შორის კონტაქტი გაწყდა მას მერე, რაც აშშ-მა ისრაელის დედაქალაქად აღიარა იერუსალიმი და აშშ-ის საელჩო იქ გადაიტანა.

პალესტინელთა ავტონომიის მოხელეთა თანახმად, საუბარმა დადებითად ჩაიარა.

ტრამპმა გამოხატა სურვილი, ხელი შეუწყოს ღაზის სექტორში ომის დასრულებას.

აბასმა ტრამპს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და დაადასტურა მზადყოფნა იმუშაოს აშშ-თან ერთად რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად, იტყობინება გამოცემა.

თავის მხრივ, გამოცემა Bloomberg-ი ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ მოხელეზე დაყრდნობით, წერს, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე დაიწყო საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება ორი ძირითადი, ისრაელის და უკრაინის მიმართულებით.

ასევე ნახეთ როგორ იმოქმედებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ვაშინგტონის პოლიტიკაზე ირანის მიმართ?