ათამდე გაიზარდა ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ქალაქში გლოვა გამოცხადდა

რუსეთის საავიაციო იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში 130-ზე მეტი სახლი განადგურდა

7 ნოემბერს რუსეთმა მორიგი საავიაციო დარტყმა განახორციელა ზაპოროჟიეზე, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა. იერიშის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა 130 სახლზე მეტი, საიდანაც მაშველებმა სამი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

ნგრევის ამსახველი ფოტოები ტელეგრამის არხით ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა გამოაქვეყნა.

უკრაინელი მოხელე ამტკიცებს, რომ 7 ნოემბერს რუსეთის ავიაციამ ზაპოროჟიეს თავზე 5 მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოყარა. 8 ნოემბერს ზაპოროჟიეში გლოვის დღე გამოცხადდა.

ზაპოროჟიეზე რუსეთმა იერიშები გააძლიერა მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ალყის შედეგად ხელთ იგდო დონეცკის ქალაქი უგლედარი. ქალაქი ორი ფრონტის - აღმოსავლეთის (დონეცკის რეგიონი) და სამხრეთის (ზაპოროჟიე) - შესაყარზე მდებარეობს.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს უგლედარის დაკარგვა საალყო მდგომარეობაში მყოფი უკრაინის არმიისთვის?