პუტინმა ტრამპს საჯაროდ მიულოცა პრეზიდენტად არჩევა

პუტინის (მარცხნივ) და ტრამპის შეხვედრა 2017 წელს ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

პუტინმა მას მამაცი ადამიანი უწოდა და თქვა, რომ არ არის წინააღმდეგი, მას დაურეკოს.

პუტინმა წამყვანის შეკითხვას ამერიკელი პრეზიდენტების შესახებ უპასუხა ვალდაის ფორუმზე გამართულ პრესკონფერენციაზე. მან განაცხადა, რომ მათ, ყველას, საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს და აღნიშნა, რომ სხვანაირად ისინი ვერ დაიკავებდნენ "მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს" ხელმძღვანელის პოსტს.

ასევე ნახეთ ამერიკელი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტი ტრამპი პუტინს არაერთხელ ესაუბრა

ტრამპის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა პოლიტიკოსის საქციელმა მასზე თავდასხმის დროს. "ადამიანი თავს ავლენს არაჩვეულებრივ პირობებში. და მან აქ გამოავლინა თავი", - განაცხადა პუტინმა.