უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო. იგი მეთაურობდა ალექსანდრ ზახარჩენკოს სახელობის მე-5 მოტომსროლელ ბრიგადას. მას ბრალად ედებოდა წამების ორგანიზება და თავისი ქვეშევრდომებისგან ფულის აღება ზურგში - ფრონტის უკანა ხაზზე - გაგზავნის სანაცვლოდ. მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია.
47 წლის კლიმენკოს დაღუპვის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ომის მხარდამჭერმა ფორუმებმა და ბლოგერებმა. გამოცემა "ვაჟნიე ისტორიიმ" შეძლო დაედგინა ვინაობა მისი დებისა, რომლებიც მის სიკვდილზე აკეთებდნენ კომენტარებს სოციალურ ქსელებში. გამოცემა "ასტრას" გამოძიებაში ნათქვამია, რომ კლიმენკომ რუსი სამხედროების საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყო დონეცკის მიტოვებული მაღაროს ტერიტორიაზე. ზოგიერთი ომის მომხრე ბლოგერი მას აკრიტიკებდა მაღალი დანაკარგების გამო.
ამტკიცებდნენ, რომ მის ქვედანაყოფში შესაძლებელი იყო ქრთამის სანაცვლოდ ზურგში გადაყვანა.
კლიმენკო მერვე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში ომში დაიღუპა და რომლის სიკვდილი დაადასტურეს დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა ან ჟურნალისტებმა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი, გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშოვი, გადამდგარი იყო და, სავარაუდოდ, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" შემადგენლობაში იბრძოდა.
ასევე ნახეთ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა გენერალ კუზნეცოვის დაკავება