ისრაელმა ახალი დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთში 7 ნოემბრის დილას, რამდენიმე საათში მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ირანის საფრთხის" შესახებ ისაუბრეს.
მსოფლიო ლიდერებს შორის ისრაელის პრემიერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრამპს გამარჯვება მიულოცა და მის ხელახლა არჩევას "ისტორიაში უდიდესი დაბრუნება" უწოდა. "სატელეფონო საუბრისას, 7 ნოემბერს, ისინი "შეთანხმდნენ ერთად მუშაობაზე ისრაელის უშიშროებისთვის" და "განიხილეს “ირანის საფრთხე", - ნათქვამია ნეთანიაჰუს სამსახურის განცხადებაში.
ამის შემდეგ მალევე, ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰეზბოლას - რომელსაც ირანი უჭერს მხარს - მთავარ ბასტიონზე ბეირუთის სამხრეთში.
ასევე ნახეთ WSJ: ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე ძლიერ შეტევას აპირებსჰეზბოლა შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ევროკავშირი კი ტერორისტულად მიიჩნევს მხოლოდ მის სამხედრო ფრთას - ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრებს შორის არიან.
AFP-ის ცნობით, ისრაელის არმიამ იერიშების დაწყებამდე ევაკუაციის ბრძანება გასცა და ხალხს მოუწოდა, დაეტოვებინა ოთხი უბანი, მათ შორის ერთი - საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად.
ასევე ნახეთ ფლორიდაში შეხვედრა ჰქონდათ დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს