ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახური: 2024 წელს ტემპერატურა დედამიწაზე "დანამდვილებით" გაიზრდება 1,5 გრადუსით

ქვიშის კუნძულები მდინარე მადეირაზე ბრაზილიაში. 2024 წლის საშუალო ტემპერატურა ასევე სარეკორდოა და 2023 წლის რეკორდს გადააჭარბა. 2024 წელს დედამიწაზე ტემპერატურა 1,5 გრადუსით იზრდება.

ევროკავშირის დედამიწის მეთვალყურეობის - კლიმატის ცვლილების - სამსახურმა "კოპერნიკუსმა" გაავრცელა ცნობა, რომ როგორც ბევრი მკვლევარი მოელოდა, ახლა მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ 2024 წელს დედამიწაზე ტემპერატურა 1,5 გრადუსით იზრდება.

უწყება მიიჩნევს, რომ ეს მონაცემი საგანგაშოა.

დღემდე შეგროვებული მონაცემების საფუძველზე „კოპერნიკუსმა“ გამოთვალა, რომ წელს დედამიწაზე დათბობა, ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 1,55 გრადუსით გაიზარდა.

2024 წელს, შარშანდლის მსგავსად, დამყარდება ტემპერატურის უკვე მეორე რეკორდი, ავრცელებს ინფორმაციას „კოპერნიკუსი“. ცენტრის დირექტორის, კარლო ბუონტემპოს თანახმად, ეს ტენდენცია საზრუნავს აჩენს. ბუონტემპო აღნიშნავს: რომ არა ატმოსფეროში ე.წ. სათბურის გაზების მუდმივი ზრდა, რაც იწვევს გლობალურ დათბობას, ტემპერატურის ზრდის ეს სარეკორდო მაჩვენებლები არ გვექნებოდა.

კლიმატის ცვლილების სამსახურის თანახმად, 1,5 გრადუსი კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვანი ზღვარია.

2015 წელს პარიზში მიღწეული შეთანხმებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ მიზნად დაისახა, ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით დედამიწაზე დათბობა 1,5 გრადუსით შეზღუდოს.

"კოპერნიკუსის "დირექტორის მოადგილე სამანტა ბურგესმა განაცხადა, რომ ამ ვითარებაში, ზღვრის მიღწევის პირობებში, უფრო ამბიციური მიზნის დასახვაა საჭირო კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენცია „COP29-ზე,“ რომელიც 11 ნოემბერს აზერბაიჯანში იწყებს მუშაობას.

ასევე ნახეთ გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29 აზერბაიჯანში გაიმართება. რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ?

2015 წელს პარიზში მიღწეული შეთანხმებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ მიზნად დაისახა, ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით დედამიწაზე დათბობა 1,5 გრადუსით შეზღუდოს.

"კოპერნიკუსის "დირექტორის მოადგილე სამანტა ბურგესმა განაცხადა, რომ ამ ვითარებაში, ზღვრის მიღწევის პირობებში, უფრო ამბიციური მიზნის დასახვაა საჭირო კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენცია „COP29-ზე,“ რომელიც 11 ნოემბერს აზერბაიჯანში იწყებს მუშაობას.

ასევე ნახეთ ყველაზე ცხელი ზაფხული მსოფლიოს მეხსიერებაში