ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარებული კონგრესის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ზედა პალატაში, სენატში, უმრავლესობა რესპუბლიკელებს ექნებათ. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან კენჭისყრის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით.
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურ პარტიას 100-წევრიან სენატში 51 წარმომადგენელი ეყოლება. დღეს სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე გამოაცხადა, რომ სენატის არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა.
ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების რუკა - 20245 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების და სენატის წევრთა მესამედის არჩევნები.
435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის არჩევნების წინასწარი შედეგებით რესპუბლიკელები ლიდერობენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო.
ასევე ნახეთ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან, ჯერჯერობით ტრამპი ლიდერობს