101 ისრაელელი მძევლიდან, რომლებიც ღაზის სექტორში ჰყავს დაკავებული აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ პალესტინურ გასამხედროებულ დაჯგუფება ჰამასს, მხოლოდ 51 გადარჩა. ამის შესახებ Israel Hayom-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.
მძევლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, აღნიშნავს გამოცემა. ამასთან, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კიდევ უფრო ნაკლები იყოს გადარჩენილი, თუ გავითვალისწინებთ იმ პირობებს, რომლებშიც იმყოფებოდნენ ჯიჰადისტების მიერ დატყვევებული პირები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ჰამასი სამხრეთ ისრაელს გასული წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რის შედეგადაც, ისრაელის მონაცემებით, 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 253 ადამიანი მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ზოგიერთი მათგანი მოლაპარაკების დროს გაათავისუფლეს.
ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ წამოწყებულ საპასუხო იერიშში, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება, ღაზის სექტორის ჯანდაცვის ორგანოების თანახმად, 43 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
ასევე ნახეთ ისრაელის არმია იტყობინება, რომ მოკლა ჰამასის პოლიტბიუროს კიდევ ერთი წევრი