დაჯილდოების ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოს წარწერაში აიშატ კადიროვამ აღნიშნა, რომ მისთვის „დიდი პატივი და პასუხისმგებლობა“ იყო მედლის მიღება ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ხელიდან. სურათზე აიშატი მამასთან, რამზან კადიროვთან ერთად არის გადაღებული.
ტელეკომპანია „გროზნოს“ მიხედვით, კადიროვამ მედალი მიიღო როგორც „ჩეჩნეთსა და თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებასთან დაკავშირებული პირადი დამსახურებისთვის", ასევე უკრაინის ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცების "საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისათვის".
2021 წლიდან აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობს. 2023 წლიან კი რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია სოციალურ საკითხებში.
ასევე ნახეთ რამზან კადიროვის ჯილდოებს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ გმირის წოდებაც დაემატააიშატ კადიროვას, ისევე როგორც რამზან კადიროვის სხვა შვილებს, ადრეც მიენიჭათ რამდენიმე ჯილდო და ტიტული. სხვადასხვა დროს ის დაჯილდოვდა: მედლით "ჩეჩნეთის რესპუბლიკის მსახურებისთვის", მედლით "ადამიანის უფლებათა დაცვისთვის", საპატიო სამკერდე ნიშნით "გამორჩეული შრომისთვის", ასევე კადიროვის ორდენით - რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი. გარდა ამისა, აიშატ კადიროვას მიენიჭა ჩეჩნეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის და სახალხო არტისტის წოდებები.
ასევე ნახეთ ჰარამხანა, ფსბ-თან მეგობრობა, კორუფცია და მკვლელობები. კადიროვის ოჯახი და ვერტიკალი