ირაკლი კობახიძე დიპლომატებს: "მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის"

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღე მიულოცა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა დიპლომატებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.

"საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს გილოცავთ დიპლომატის დღეს! ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – დაწერა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ფეისბუკგვერდზე.

ქართული დიპლომატიის დღე სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება და ყოველი წლის 3 ნოემბერს აღინიშნება.

ვახტანგ VI-ის დავალებით, სულხან-საბა ორბელიანმა 1703 წლიდან დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713–1716), სადაც შეხვდა საფრანგეთის მეფეს, ლუი XIV-ს და რომის პაპს, კლიმენტი XI-ს.

სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში ეძებდა გზებს საქართველოს გადასარჩენად.

ასევე ნახეთ საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი პოსტს ტოვებს