შვედეთის მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოსთან წყვეტს ყველა სახის პირდაპირ ოფიციალურ თანამშრომლობას. პარალელურად, შვედეთი 25 მილიონ კრონს (დაახლოებით 2 170 000 ევრო) გამოყოფს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
"საქართველოში განვითარებული [მოვლენები] უკვე გარკვეული პერიოდია ძალიან საგანგაშოა. ამას აძლიერებს ცნობები დარღვევებზე, რომლებიც გაავრცელეს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა შაბათის საპარლამენტო კენჭისყრიდან", - წერს შვედეთის განვითარების, თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ბენიამინ დუსა საინფორმაციო სააგენტო TT-სთვის გაგზავნილ განცხადებაში.
"მცდელობები, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას საშუალება არ მიეცეს, შეასრულოს თავისი დემოკრატიული როლი, მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობით, კონფლიქტში მოდის ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან", - წერს დუსა და დასძენს: "ამდენად, ხელისუფლება აჩერებს შვედეთ-საქართველოს პირდაპირ ოფიციალურ თანამშრომლობას, რომელიც კვლავაც გრძელდება, საქართველოს საგადასახადო უწყების თანახმად".
დუსას თქმით, თანამშრომლობა მომავალში შეიძლება აღდგეს, თუ საქართველო კვლავაც მიმართავს ევროკავშირს.
შვედეთის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება წელიწადში 200 მილიონამდე კრონს (დაახლოებით 17 368 00 ევროს) შეადგენს. წელს 25 მილიონი კრონი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაიხარჯება.
ასევე ნახეთ ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრები: ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას ასევე ნახეთ კანადა გადასინჯავს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან