დიზაინერი ირაკლი ჭუმბურიძე საპარლამენტო არჩევნებს მარნეულში აკვირდებოდა - პირველივე უბანზე, სადაც არჩევნების დღეს მივიდა, მისვლიდან 10 წუთში დააფიქსირა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ბღუჯად ჩაყრის ფაქტი. ირაკლის ეს უბანი კომისიის წევრებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რის შემდეგაც მალევე კენჭისყრა შეწყდა. მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიებაა დაწყებული. 26 ოქტომბერს მარნეულში არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 79,54% მიიღო.