თეირანი გამოდის გაფრთხილებით, რომ ისრაელს სამაგიეროს გადაუხდის ირანის სამხედრო ობიექტებზე შეტევებისთვის.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდალმა ჰოსეინ სალამიმ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელს "მწარედ მიეზღვება" ირანის ტერიტორიაზე ორი დღის წინ მიტანილი საჰაერო იერიშებისთვის.
ასევე 28 ოქტომბერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ესმაელ ბაღაეიმ თქვა, რომ თეირანი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს ისრაელის თავდასხმაზე პასუხის გასაცემად.
ისრაელმა 26 ოქტომბერს განახორციელა დარტყმა ირანზე, რაც იყო პასუხი ირანის მხრიდან ისრაელზე 1 ოქტომბერს მიტანილ სარაკეტო იერიშზე, რომელიც, თავის მხრივ, ასევე საპასუხო იერიში იყო IRGC-ის მეთაურის მკვლელობის გამო.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთსაპასუხო დარტყმებმა გააძლიერა კონფლიქტის ესკალაციისა და მისი სრულმასშტაბიან ომად გადაქცევის შიშები.
27 ოქტომბერს ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის მოქმედებას უწოდა "არასწორი გათვლა", მაგრამ არ გამოსულა ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმის განხორციელების მოწოდებით.
ასევე ნახეთ ირანი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმას ორი სამხედრო ემსხვერპლა