ბორელისა და ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ცესკოს და სხვა უწყებებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები.
"მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად", - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგიევროკავშირი ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს "კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგისკენ".
"ახლა უმთავრესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის გარშემო. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ჟოზეპ ბორელი და ევროკომისია ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს.
27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს. პასკალ ალიზარდი, ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს.
მათ შორის ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს:
- არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო;
- ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში;
- დისბალანსი ფინანსური რესურსების კუთხით და ამ მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს;
- პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ზეგავლენას ახდენდა პროცესის მიუკერძოებელ გაშუქებაზე და აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.
- ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პარტიულ სიებსა და კამპანიებში.
"კენჭისყრის დღე პროცედურულად ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ მას თან ახლა დაძაბული გარემო, დაშინების შემთხვევები.
დასასრულ, მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელისუფლება ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და საქართველოს დაუახლოებს თავის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
დასასრულ, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში", - განაცხადა პასკალ ალიზარდმა.
ასევე ნახეთ არჩევნები და საერთაშორისო შეფასებები ასევე ნახეთ „ზეწოლისა და დაშინების კლიმატი... იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. OSCE/ODHIR, PACE არჩევნებს აჯამებს ასევე ნახეთ NDI და IRI საქართველოში არჩევნებს აჯამებენცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 53,93%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები