სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "ქართულ ოცნებას" და ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთი-საქართველო სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას - და მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ", - ნიკოლ ფაშინიანმა ეს X-ზე ქართულად დაწერა.
27 ოქტომბრის დილისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოქვეყნებული აქვს 3 111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის (99.646%) წინასწარი შედეგები.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 54,086%-ით ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – 10,923%.
ასევე ნახეთ უბნების 99%-ის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხმები 54%-მდე გაიზარდა- არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
- პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
- კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების განცხადებისა, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც.
ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი