საქართველოში დღეს, 26 ოქტომბერს, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დათვლილია მიღებული ხმების 70 პროცენტი. ამ მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობაში მეოთხე ვადით რჩება „ქართული ოცნება“.
3111 უბნიდან დათვლილი 2201 უბნის მიხედვით, მანდატები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 88 მანდატი, ოპოზიცია - 62 მანდატი:
- "ქართული ოცნება" - 88 მანდატი (საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის დასამტკიცებლად საკმარისია 76 ხმა);
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 19 მანდატი;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 16 მანდატი;
- "ძლიერი საქართველო" - 14 მანდატი;
- "გახარია - საქართველოსთვის" - 13 მანდატი.
პარტიების პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ - 52,97%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,21%;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,84%;
- „ძლიერი საქართველო“ - 9,03%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 8,23%;
- „გირჩი“ - 3,23%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.