ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
პარტიების მონაცემები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ - 52,99%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,2%;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 9,83%;
- „ძლიერი საქართველო“ - 9,02%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 8,22%;
- „გირჩი“ - 3,22%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%
- „ლეიბორისტული პარტია“ - 0,75%
აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს დაითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.
3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.