ამ მოცულობის დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი არაერთ უცხოურ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის დოლართან და ევროსთან - ლარი ევროსთან 0,83 თეთრით გაუფასურდა, დოლართან კი 0,17 თეთრით.
გუშინ, 24 ოქტომბერს, 60 მილიონი დოლარის გაყიდვა ეროვნულმა ბანკმა ასე ახსნა:
„სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო“, - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა $60 მილიონი გაყიდამხოლოდ ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 213 მილიონი დოლარი გაყიდა, მიმდინარე წელს კი ჯამში - 382 მილიონი.
ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია, პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი.