"ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია [დაშინება] არჩევნებამდე, რომელსაც, მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის სწორედ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებში, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაგდება ურნაში, როგორადაც თვითონ ფიქრობს. ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს და აღარ იმუშავებს", - თქვა პრეზიდენტმა.
მისივე სიტყვებით, მომავალში კოალიციურ მთავრობაზე გადასვლა გულისხმობს სწორედ იმას, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა, საარჩევნოდ ადამიანების ძალით, ხვეწნით თუ ფულით გაყვანა მიტინგებზე. "ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაბარდება", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ კობახიძე „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე: საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ხუთშაბათ დილას, 24 ოქტომბერს, ჩაატარეს.
გელავას სახლიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა. „მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი [ტექნიკური, საკომუნიკაციო მოწყობილობა - რ.თ.]. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც“, - დაწერა სოფო გელავას ქმარმა, გიორგი ნონიაშვილმა. ნონიაშვილი პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერია.
სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ადვოკატები, შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე, რადიო თავისუფლებას უდასტურებენ, რომ ჩხრეკა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა სახლებში ჩატარდა ერთი და იმავე გამოძიების ფარგლებში.
ეთო ბუზიაშვილის ადვოკატმა ანა გახოკიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოფიციალურად ჩაჰბარდათ მხოლოდ განჩინება ჩხრეკაზე, რომელიც ზოგადი ხასიათისაა.
ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-ის) მკვლევრები არიან. ისინი წლებია იკვლევენ დეზინფორმაციას.
„ატლანტიკური საბჭო“ 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ინსტიტუტია.