შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ შემოიღებს ახალ მკაცრ სანქციებს, რომელთა მიზანია უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შეჩერება. მათ შორისაა დასჯა „შუამავლებისა მესამე ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს აწვდიან მისი შეიარაღებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მასალებს“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იელენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო „განუწყვეტლივ მუშაობს იმაზე, რომ გახსნას გაყინული რუსული აქტივების ეკონომიკური ღირებულება უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად“.
მან დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა და რუსეთი ზავს გამოაცხადებენ, რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება მაინც მოხმარდება კიევისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი დოლარის კრედიტს.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა დაამტკიცა უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს სესხის გამოყოფა