აშშ-ის თავდაცვის მინისტრი კიევში ხვდება უკრაინის ლიდერებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში პოლონეთიდან ჩავიდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი 21 ოქტომბერს კიევში ჩავიდა უკრაინის ლიდერებთან მოლაპარაკების გამართვის და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე.

გასულ ღამით კრივოი-როგზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგო - აცხადებს დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგი ლისაკი.

კიევში რუსეთის დრონებით მიტანილი იერიშის შემდეგ ჩამოვარდნილი ნატეხით დაიჭრა ერთი კაცი - წერს ტელეგრამით სერჰი პოპკო, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ასევე ნახეთ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე