აშშ-ში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთიდან დევნილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტ ერდოანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფეთულა გიულენი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN TÜRK-ი იუწყება გიულენის ძმისშვილის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 21 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გიულენის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს ვებსაიტი Herkul-იც, რომელიც სისტემატურად აქვეყნებდა ფეთულა გიულენის ქადაგებებს. საიტის თანახმად, გიულენი 20 ოქტომბერს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თურქეთის ხელისუფლება 1999 წლიდან აშშ-ში მცხოვრებ ფეთულა გიულენს ადანაშაულებდა 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში, რასაც ანკარის თანახმად, 250 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გიულენი ბრალდებას უარყოფდა და პრეზიდენტ ერდოანის ხელისუფლებას ადანაშაულებდა პოლიტიკურ დევნაში.
ასევე ნახეთ ერდოანი ცდილობს კრიტიკოსებს მსოფლიოს ყველა კუთხეში მისწვდეს2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში დააპატიმრეს 70 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, სამხედროები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები და 130 ათასამდე სამსახურიდან დაითხოვეს.