გასულ ღამით ისრაელის მხრიდან ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე სახლებზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული ან დაკარგულია სულ მცირე 87 ადამიანი - იუწყება პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო.
განცხადების თანახმად, ქალაქ ბეით-ლაჰიაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაჭრილია კიდევ 40 ადამიანი. ბეით-ლაჰია იყო ერთ-ერთი პირველი სამიზნე ისრაელის მხრიდან ღაზაში სახმელეთო შეჭრისა, ერთი წლის წინ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისრაელი ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებს ჩრდილოეთ ღაზაში და აცხადებს, რომ ჰამასი - რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ - ამჟამად იქ არის განთავსებული.
პალესტინის წარმომადგენლების თქმით, მოკლულია ასობით ადამიანი და ღაზის ჩრდილოეთში ჯანდაცვის სფერო კოლაფსის პირასაა.
ასევე ნახეთ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ისრაელმა საავადმყოფო დაბომბა ბეით-ლაჰიაში