„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ თბილისის ცენტრში, სადაც მათი ოფისია, თავს დაესხნენ. მას სახე და ტანსაცმელი წითელი ფერის საღებავით აქვს შეღებილი.
„მითხრეს, აქ კედელებს რატომ ღებავო. ვუთხარი სამსახურში მივდივარ, გამიშვით-მეთქი. დარეკეს, მოვიდა მანქანა, გადმოვიდა ხუთი კაცი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, გააძრეს „პულივიზატორი“, მცემეს, მირტყეს და შემღებეს... ქალი, კაცი გამომსარჩლებელი არავინ იყო“, - ამბობს ბადრი ოყუჯავა.
მისი თქმით, პოლიცია გამოიძახა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.