ზღვისუბნის ახალი პარკი
20 ოქტომბერს თბილისის მერიამ ზღვისუბნის პარკი გახსნა. რადიო თავისუფლებამ პარკი ორი დღით ადრე დაათვალიერა.
ახალ პარკს თემქის ხევში 25 ჰექტარი უჭირავს.
პროექტიზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯა.
პარკშია სასეირნო ბილიკები, ველობილიკი, ხიდები, სათამაშო და სპორტულ მოედნები, სტადიონი, სავარჯიშო მოედნები და ორი ხელოვნური ტბა.
პარკის ნაწილი ჯერ არ არის დასრულებული.
ალაგ-ალაგ წყალი დგება, მათ შორის სათამაშო მოედანზეც.
Georgia Temka Park
ხელოვნური ტბების ირგვლივ ტირიფებია დარგული და გამაფრთხილებელი ნიშანიც ჰკიდია: „ბანაობა არ შეიძლება“. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტბაში შეიძლება ვინმე შემთხვევითაც ჩავარდეს, ჯობს მაშველი რგოლებიც ეკიდოს.
პარკის გასამწვანებლად დარგული ხეებიდან ზოგი გამხმარია.