სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აშშ "ახლოდან დააკვირდება". ამის შესახებ მან 15 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ჟურნალისტმა ალექს რაიფოღლუმ მილერს ჰკითხა, იზიარებდა თუ არა შეშფოთებას იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა გააყალბოს საქართველოში დაგეგმილი არჩევნები.
"გვსურს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მომდევნო დღეებში ახლოდან დავაკვირდებით მას", - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
ასევე ნახეთ გადამწყვეტი არჩევნების წინ, აშშ-საქართველოს ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა ასევე ნახეთ „საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი ქართველების ნებას ეწინააღმდეგება“ - ბუნდესტაგის ახალი რეზოლუციასაქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. 26 ოქტომბერს საქართველოში პირველად აირჩევა პარლამენტი სრულად პროპორციული წესით. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება მხოლოდ ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.