ევროკავშირმა შვიდ კომპანიასა და შვიდ ირანელ ჩინოვნიკს სანქციები დაუწესა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტებისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებისთვის უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებსაიტზე.
შეზღუდვებს დაექვემდებარა ირანის სამი ავიაკომპანია: Saha Airlines, Mahan Air და Iran Air, ორი სავაჭრო ფირმა და ორი კომპანია, რომლებიც რაკეტებისა და ჭურვების საწვავს აწარმოებენ.
სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სეიედ ჰამზე ღალანდარი, ირანის სამხედრო ატაშე რუსეთში რეზა ხოსრავი მოგადამი, აეროკოსმოსური სფეროს ორი კომპანიის დირექტორები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რამდენიმე ოფიციალური პირი.
ასევე ნახეთ მაკრონი ირანელ კოლეგას მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების მცდელობებს მხარი დაუჭიროსევროკავშირის საბჭომ დამატებითი განმარტებების გარეშე დასძინა, რომ სანქციების სიაში მოხვედრილნი ასევე მონაწილეობენ იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდებაში „შეიარაღებული ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთში და წითელი ზღვის რეგიონში“.
სანქცირებული პირების აქტივები გაიყინება, მათ აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა, სხვა კომპანიებს კი აეკრძალებათ მათი პირდაპირ თუ ირიბად დაფინანსება.
ევროკავშირის საბჭომ ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში გააფრთხილა ირანი სანქციების შესახებ, თუკი ის რუსეთს გადასცემს იარაღს ან ტექნოლოგიებს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. თეირანი უარყოფს მიწოდებას.
ასევე ნახეთ ისრაელის არმიის ჯარისკაცები დაიღუპნენ დრონებით თავდასხმის შედეგად