უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (გურ) სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც ასახავს სავარაუდო ცეცხლის წაკიდებას. განმარტავენ, რომ ის გადაიღეს კვირას, 13 ოქტომბერს ღამით.
ვიდეოში თვითმფრინავ ტუ-134-ის ქვეშ მიწა იწვის. გამოქვეყნებულ ვიდეოში არ ჩანს თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომრები და შეფერილობა.
რუსეთის 117-ე სატრანსპორტო საავიაციო პოლკი მონაწილეობს უკრაინაში შეჭრაში. ქვედანაყოფის შეიარაღებაშია თვითმფრინავები ილ-76, ან-12 და ილ-22. არის თუ არა მის შემადგენლობაში ტუ-134, არ იტყობინებიან. შაბათ-კვირას ორენბურგ-2-ის სამხედრო-საჰაერო ბაზის მიდამოებში ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოსკოვს გურ-ის შეტყობინებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.